ყბა–სახის პათოლოგიები

ყბა–სახის პათოლოგიები

როგორ ვითარდება კისტა, რა არის გამომწვევი მიზეზი და როგორია მისი მკურნალობა.

გაინტერესებთ რა არის პირის ღრუს და ყბა–სახის პათოლოგიებში ყველაზე გავრცელებული დაავადება? რა არის გამომწვევი მიზეზი და როგორ უნდა ვიმკურნალოთ? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ყბა–სახის ქირურგი ბატონი ბექა ბაკურაძე.

პირის ღრუს და ყბა - სახის მიდამოს პათოლოგიებში აღსანიშნავია კისტოზური და კეთილთვისებიანი წარმონაქმნების სტატისტიკური მაჩვენებლის მატება განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. მათ შორის დიდი წილი ვითარდება სიბრძნის კბილების ჩანასახებიდან - ეგრეთ წოდებული ფოლეკულური კისტები . ამ დაავადების პრევენცია ვერ ხერხდება , რადგანაც ის მიმდინარეობს უსიმპტომოდ , უმტკივნეულოდ , მისი აღმოჩენა და დიაგნოსტირება ხდება ან დაგვიანებით როდესაც წარმონაქმნი მიაღწევს დიდ ზომებს ან შემთხვევით გამოვლინდება საკონტროლო კვლევების დროს. ჩვენს კლინიკაში საკმაოდ ხშირია ზემოთ აღნიშნული დაავადებით შემოსული პაციენტები , მათ შორის გამოირჩეოდა პაციენტი დ.ი. კისტის ზომებით და დაავადების განვითარების ვადებით.

პაციენტის მშობლების გადმოცემით დაახლოებით ერთი წელია რაც შეამჩნიეს დეფორმაცია ქვედა ყბაზე მარცხნივ. დეფორმაცია მატულობდა უმტკივნეულოდ ნელა , ამჟამად ძლიერ მოიმატა ზომებში რის გამოც შემოვიდა ჩვენს კლინიკაში.ობიექტურად პაცინტს სახეზე უკვე გამოხატული ქონდა ასიმეტრია ქვედა ყბის ძვლის დეფორმაციის გამო მარჯვნივ. ხოლო პალპაციით ისინჯებოდა გათხელებული გარეთა და შიგნითა კორტიკალური ფირფიტები. პაცინტს მოტანილი ქონდა კტ. კვლევა სადაც ნანახი იქნა დიდი ზომის ფოლეკულური კისტა განვითარებული 38 კბილის ჩანასახიდან. წარმონაქმნი მოიცავდა ქვედა ყბის სხეულის დიდ ნაწილს სასახსრე თავის ჩათვლთ. ძვლოვანი ქსოვილის გათხელების გამო არსებობდა საშიშროება განვითარებულიყო პათოლოგიური მოტეხილობა.
ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა ჰემი მანდიბულექტომია ერთმომენტიანი პლასტიკით ტიტანის ფირფიტით და ჭანჭიკებით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩატარდა შემდგომი საკონტროლო კვლევები, დაავადების გართულებებს ადგილი არ ქონია.

აღსანიშნავია ,რომ განვითარებულ ქვეყნებში ასეთი დაავადებების სტატისტიკა შედარებით დაბალია , ბავშვთა ასაკის მოსახლეობის საკონტროლო დ გეგმიური კვლევების გამო. სასურველია მშობლებმა დაავადების პრევენციისთვის ხშირად მიმართონ ექიმ სტომატოლოგებს გეგმიური კონსულტაციებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

 

ტეგები

ტეგები