აორტის სტენოზი

აორტის სტენოზი

რა არის აორტის სტენოზი, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მისი მკურნალობა.

გაინტერესებთ რა არის აორტის სტენოზი? როგორი სიმპტომებით ვლინდება და როგორ უნდა ვიმკურნალოთ? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, კარდიოლოგი ქეთევან სანიკიძე.

– რა არის აორტის სტენოზი?
აორტის სტენოზი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა გულის სარქვლოვან პათოლოგიათა შორის და 65 წელს გადაცილებულ პაციენტთა 2-7% ში გვხვდება.
აორტის სტენოზის დროს ხვრელის შევიწროების გამო, ძნელდება სისხლის გადასროლა მარცხენა პარკუჭიდან აორტაში, რის გამოც გულს სჭირდება გაძლიერებული მუშაობა, რათა უზრუნველყოს ორგანიზმის სისხლით მომარაგება.
აორტის სტენოზი წარმოადგენს თანდათანობით პროგრესირებად დინამიურ პროცესს, რომელსაც ახასიათებს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხანგძლივი ასიმპტომური მიმდინარეობა.
მოზრდილებში აორტის სტენოზის ყველაზე ხშირი მიზეზი ნორმალური აორტის სარქვლის კალციფიკაციაა. აორტის სტენოზისას კალციფიკაციის პროცესის მიმდინარეობა განპირობებულია დეგენერაციული პროცესებით. თანდაყოლილი ანომალია - ორკარედა აორტის სარქველი, განაპირობებეს ჰემოდინამიკურ სტერესს, რომელიც წინ უძღვის სარქვლის გასქელებას, კალციფიკაციას, რიგიდულობის გაზრდას და აორტის ხვრელის შევიწროებას;
აორტის სტენოზი ასევე შესაძლოა განვითარდეს მეორადად, სარქვლის კარედების რევმატოიდული ანთების საპასუხოდ.

– რა სიმპტომებით ვლინდება აორტის სტენოზი?
დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ფიზიკური დატვირთვის პროგრესირებადი აუტანლობა;
  • გულმკერდის ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს (ანგინა);
  • სინკოპეს ეპიზოდები;
  • არითმია;
  • გულის უკმარისობა.

კლინიკური სიმპტომების მანიფესტაცია დამოკიდებულია სტენოზის ხარისხზე, განსაკუთრებით მძიმე კლინიკური შედეგია მოსალოდნელი , როდესაც აორტის სარქვლის ფართობი-1 კვ.სმ ზე ნაკლებია.ასიმპტომური ფაზის ხანგძლივობა საკმაოდ მერყევია, სამწუხაროდ ასეთი პაციენტების 1-2% უეცარი სიკდილით კვდება ან საკმაოდ სწრაფად ხდება სიმპტომატიკის გამოვლენა და პროგრესირება.
ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა აორტის სტენოზის სადიაგნოსტიკო ოქროს სტანდარტად ითვლება, სარქვლის კალციფიკაციის ხარისხის განსაზღვრის, სარქვლის სხვა თანმხლები პათოლოგიების დასადგენად და პროგნოზისთვის.

– როგორია მკურნალობა?
სტენოზის ხარისხის მიხედვით პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია, ზომიერი და მსუბუქი სტენოზის დროს ექოკარიოგრაფიული მონიტორინგი 6 თვიდან 1 წლამდე ვადებში; მნიშვნელოვანი ხარისხის სტენოზის არსებობის შემთხვევაში ფაქტიურად არ არსებობს ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, მხოლოდ რამოდენიმე მათგანს შეუძლია მდგომარეობის შემსუბუქება;სარქვლის შეცვლა ბიოლოგიური ან მექნიკური სარქვლით ნაჩვენებია აორტის მკვეთრი სტენოზის თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც საკმაოდ ხნიერ პაციენტებში; ყველაზე კარგი პროგნოზი და შედეგები აქვთ მძიმე ხარისხის აორტის სტენოზის მქონე ასიმპტომურ პაციენტებს, რომლებსაც უნერგავენ ხელოვნურ სარქველს.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

ტეგები

ტეგები