სტომატოლოგია

სტომატოლოგია

რა მანიპულაციები კეთდება სტომატოლოგიური განხრით ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.

გაინტერესებთ რა რთული მანიპულაციები კეთდება სტომატოლოგიურ დარგში ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, სტომატოლოგი სოფი თეილე.

მე მიმუშავია ძალიან ბევრ სტომატოლოგიურ კლინიკაში და მინდა მოგახსენოთ რომ სრულიად განსხვავდება მუშაობის სისტემა ერთმანეთისაგან. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ბევრად რთული პაციენტების მკურნალობა და მართვა მიწევს ვიდრე მიწევდა სტომატოლოგიურ კლინიკაში. რადგან აქ ხედვები ბევრად ზოგადია და მხოლოდ ერთი კბილის ან მხოლოდ კბილთა რკალის მდგომარეობას არ განიხილავს... ჩვენ გვყავს პაციენტები ურთულესი დაავადებებით, აქ ტარდება სტომატოლოგიური მანიპულაციები კარდიოლოგების, თერაპევტების, გინეკოლოგების ზედამხედველობით , გააჩნია ვის რა ანამნეზი აქვს და ვინ რა პრობლემებითაა მოსული. მკურნალობის გეგმა დგება ყბა სახის ქირურგებთან, ნევროლოგებთან ერთად და ეს ძალიან ღრმა და სერიოზული მიდგომაა, რადგან აქ არავინ მოდის მხოლოდ კარიესის დიაგნოზით , აქ მოდიან პაციენტები რომლებსაც მხოლოდ ერთი კონკრეტული პრობლემა აქვთ, ეს ის კბილია რომელიც უკვე მრავალჯერ ნამკურნალებია ან კისტაა ან სარეზექციოაა. დანარჩენ შემთხვევაში პაციენტები არიან ორსულები, რომელთა სტომატოლოგიური მკურნალობა მიმდინარეობს გინეკოლოგის მეთვალყურეობით და მასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ . არიან პაციენტები რომლებსაც გულ სისხლძარღვთა საკმაოდ მძიმე დაავადებები აქვთ და საჭიროებენ სტომატოლოგიურ მომსახურეობას და ჩვენი გუნდური მუშაობა პაციენტის ჯანმრთელობის გარანტად იქცევა ხოლმე. რისი ფუფუნებაც სტომატოლოგიურ კლინიკაში მე პირადად არ მქონდა.

ასევე რაც ყველაზე მთავარია ყველა კარდიოლოგიური პაციენტი რომელიც საჭიროებს გეგმიურ ქირურგიულ ჩარევას გადმომისამართებულია ჩემთან, იტარებს შესაბამის მკურნალობას რადგან ოპერაციამდე პირის ღრუ იყოს სანირებული. სტომატოლოგიური მანიპულააციები ყოველთვის შეთანხმებულია კარდიოლოგთან და მკურნალობა მიმდინარეობს კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, იგივე შემიძლია ვთქვა ტრავმატოლოგიური განყოფილების პაციენტებზე, რომლებსაც ჩანიშნული აქვთ ოპერაცია. ასევე რაც მთავარია და უნდა აღინიშნოს ჩვენთან პაციენტები ჯერ გადიან ფსიქოლოგიურ მომზადებას თუ ამის საჭიროება არსებობს და მზაობა მანიპულაციებისადმი სრულიად სასიამოვნო ხდება მათთვის, ძალიან ბევრ პაციენტს უარი უთქვამს ნარკოზით მკურნლობაზე და ადგილობრივი ანესთეზიების ფონზე დაუწყიათ მკურნალობა , ამის არაერთი მაგალითი არსებობს.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს დამოკიდებულება რომ კბილი არ განიხილება როგორც მარტივი ორგანო და რომ მისი ტკივილი არაა მხოლოდ კბილის ტკივილი და შეიძლება ეს იყოს სიგნალი ამა თუ იმ დაავადებისა და ამის ამოცნობა დროულადაა შესაძლებელი ძალიან დიდი კომფორტია პაციენტისთვის. რადგან ძალიან კარგი გამონათქვამია როგორც თვალები არის სულის სარკე ასევე კბილები არის შინაგანი ორგანოების სარკეო. კბილის ტკივილი რომელიც სტომატოლოგიური ცოდნის მიღმა შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ნიშანი იყოს ან სინუსიტების ან შუა ყურის ანთების, ან სანერწყვე ჯირკვლების ან სიმსივნის ნიშანი და როდესაც ამას ადგენ იმ მომენტში ძალიან ამაყად გრძნობ თავს. ამის დადგენის შემდეგ ეს პაციენტი რომელიც გაურკვეველი კბილის ტკივილით მოვიდა შენთან რომელსაც ბევრმა სტომატოლოგმა უთხრა რომ კბილი არაფერ შუაში იყო და მართლაც კბილის ბრალი არაფერია და შენ უდგენ რომ მიაკითხოს კარდიოლოგს ან ნევროლოგს ან ოტორინოლარინგოლოს ან ყბა სახის ქირურგს ის ადამიანი იმით რომ უკვე თავისი დიაგნოზი იცის ძალიან ბედნიერია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ,დაუკავშირდეთკლინიკის ქოლცენტრსნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები