ქართულ–გერმანული პროექტი

ქართულ–გერმანული პროექტი

სისხლძარღვთა, ენდოკრინული, ზოგადი და ონკოქირურგია.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ქართულ–გერმანული პროექტის ფარგლებში, სპეციალური მოწვევით ამა წლის 7 დან 10 ნოემბრამდე კვლავ დაგეგმილია გერმანიის ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ექსპერტების, ემიგრანტი ექიმის, პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯუმბერ ფარცახაშვილისა და გერმანელი კოლეგის პროფესორ იორგ უკატის ერთობლივი ვიზიტი.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, ქართულ–გერმანული პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა მრავალი წარმატებული ოპერაცია სისხლძარღვთა და ენდოკრინული ქირურგიული პათოლოგიების მქონე პაციენტებთან, მათ შორის ისეთი რთული ოპერაციების, როგორებიცაა საძილე არტერიის სტენტირება, საძილე არტერიიდან თრომბენდარტერექტომია და დაღმავალი აორტის კოარქტაციის გამო მინიინვაზიური მიდგომა სტენტგრაფტის ინპლანტაციით. პროექტის ფარგლებში ჩატარებული ყველა ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტთა თხოვნით ქართულ–გერმანული პროექტი კვლავ განაგრძობს მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას და ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში პაციენტებს აძლევს საშუალებას მიიღონ მსოფლიო სტანდარტის სამედიცინო მომსახურება და ქვეყნიდან გაუსვლელად ჩაიტარონ ქირურგიული მკურნალობა. 7 დან 10 ნოემბრამდე გერმანელი ექსპერტები ჩაატარებენ ერთობლივ კონსულტაციებს და ოპერაციებს სისხლძარღვთა ქირურგიული პათოლოგიების მქონე პაციენტებთან. უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად და ოპერაციის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე: 544 44 11 14.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან აქციებზე და სკრინინგ-პროგრამებზე ჩასაწერად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები