ერთობლივი, ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერტების ხელმძღვანელობით, გერმანული სტანდარტით დაინერგა და ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული პათოლოგიების ოპერაციები. მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი, პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების დიაგნოზის მქონე პაციენტებთან (კისრის ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანება).
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობის აღნიშნული მეთოდი გერმანიის, მარტინ ლუთერის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კათედრაზე შემუშავდა და წარმატებითაა დანერგილი საფრანგეთის, ინგლისის, პოლონეთის, გერმანიის, ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკებში.
ჩვენს კლინიკაში ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე ტარდება მიკროქირურგიული ტექნიკის, ქირურგიული ოპტიკისა და ინტრაოპერაციული
ნეირომონიტორინგის ( Dr.Langer Avalanche SI) უახლესი აპარატის გამოყენებით, რაც წარმოადგენს ოქროს სტანდარტს მსოფლიო თანამედროვე ენდოკრინულ ქირურგიაში და პრაქტიკულად გამორიცხავს პაციენტებში ხმის, მეტყველების და ყლაპვის ფუნქციის მოშლას ან სრულ დაკარგვას.
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ოპერაციების ზემოაღნიშნული მეთოდის უპირატესობაა:
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ოპერაციებს ფარისებრ ჯირკვალზე ატარებს ქირურგი-ონკოლოგი ბ-ნი ბაკურ არაბული.
მის: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. #103.
კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 337 828;
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ-ცენტრს ნომერზე: (032) 2 95 80 14
გისურვებთ ჯანმრთელობას!