ინტრაოპერაციული ფლუორესცენციის გამოყენება თავის ტვინის სიმსივნეების ქირურგიულ მკურნალობაში

ინტრაოპერაციული ფლუორესცენციის გამოყენება თავის ტვინის სიმსივნეების ქირურგიულ მკურნალობაში

რა არის 5 – ალმ ფლუორესცენცია და რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდს.

რა არის 5 – ალმ ფლუორესცენცია, როგორ გამოიყენება და რა უპირატესობები გააჩნია ამ მეთოდს. ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი მამუკა გვენცაძე.

– რა არის გლიობლასტომა?
გლიობლასტომა ეს არის თავის ტვინის ყველაზე ხშირი და აგრესიული პირველადი სიმსივნე, რომელიც შეადგენს ინტრაკრანიული პირველადი სიმსივნეების 52 % და ყველა ინტრაკრანიული ნეოპლაზმების 12–20 %.
აშშ – სა და ევროპის ქვეყნებში 100 000 ადამიანზე ყოველწლიურად ვლინდება 2–3 ახალი შემთხვევა. .
გლიობლასტომით დაავადებული პაციენტის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა:

  • ტოტალური რეზექციის დროს - 17.7 თვე
  • სუბტოტალური რეზექცის დროს 11–12 თვე
  • ქირურგიული მკურნალობის გარეშე 5 – 7 თვე.

შედარებისათვის ტოტალური რეზექციის ეფექტურობა შეადგენს:

  • სინათლის მიკროსკოპის გამოყენებით - 21–29 %
  • 5–ალმ ფლუორესცენციით - 65–95 %.

ფლურესცენციის მეთოდი გამოიყენება თავის ტვინის მაღალი ავთვისებიანობის გლიომების ქირურგიული მკურნალობისათვის ევროპის ქვეყნებში 2007 წლიდან, ხოლო აშშ – ში 2017– დან.

– რა უპირატესობები აქვს ამ მეთოდს?
ამ მეთოდის დახმარებით შესაძლებელია სიმსივნური ქსოვილის ჯანსაღი ტვინის ქსოვილისაგან დიდი სიზუსტით გარჩევა, შესაბამისად, სიმსივნური ქსოვილის გაცილებით უფრო მეტი ნაწილის და სრულფასოვნად ამოკვეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ტვინის ქსოვილის დაზიანების შანსი და ალბათობა ძალიან მცირეა. ამავე დროს, ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში ნაკლებია ნევროლოგიური დეფიციტის განვითარების, ანუ ტვინის დაზიანების რისკი, რადგან კარგად ჩანს საზღვარი ჯანსაღ და პათოლოგიურ ქსოვილებს შორის. ამავდროულად, ამ მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ უფრო ეფექტურია სხივური და ქიმიოთერაპია, რადგან ხდება სიმსივნური ქსოვილის მაქსიმალურად ეფექტურად ამოკვეთა.

სადღეისოდ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში შესაძლებელია ფლუროსცენციის მეთოდით მკურნალობა ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა) 10:00 სთ – დან 18:00 სთ – მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკიდან.

ტეგები

ტეგები