ქვედა ყბის ოსტეოტომია

ქვედა ყბის ოსტეოტომია

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩატარდა უნიკუალური ოპერაცია ქვეტა ყბის ოსტეოტომია.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გაკეთდა ქვედა ყბის ოსტეოტომია. ამ რთული ოპერაციის შესახებ გვესაუბრებიან ყბა–სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ჩიჩუა, ყბა–სახის ქირურგები აკაკი ლობჟანიძე და ლადო სახეჩიძე.

პაციენტს აღენიშნებოდა ქვედა ყბის თანდაყოლილი ანომალია, ფრონტალური მიდამოს ღია თანკბილვა და დამატებით ქვედა ყბის ტრავმა მიღებული 4 წლის წინ .

– რას უჩიოდა პაციენტი?
პაციენტს აღნიშნებოდა:

  • მეტყველების დარღვევა
  • საკვების ღეჭვის და ყლაპვის აქტის დარღვევა
  • ღამით სუნთქვის გაძნელება
  • სახის ძლიერ ასიმეტრია
  • ძლიერი დისკომფორტი
  • ზედა და ქვედა ფრონტალური კბილების თანხვედრის დარღვევა.

– რა სახის ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო?
პაციენტს ჩაუტარდა ქვედა ყბის ოსტეოტომია ქვედა ყბის ძვლის სხეულის არეში და შემდგომ რეკონსტრუქცია ტიტანის ფირფიტებით. ოპერაციის შედეგად აღდგენილი იქნა თანკბილვა, ზედა და ქვედა ფრონტალური კბილები მოვიდა ერთმანეთთან თანხვედრაში.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა) 10:00 სთ – დან 18:00 სთ – მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკიდან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები

აქციები

აქციები