რა იწვევს ალერგიულ კონიუნქტივიტს, როგორია მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ყოფილი ექიმი ოფთალმოლოგი, ელისო სიჭინავა.
– რა არის ალერგიული კონიუნქტივიტი?
ქუთუთოების შიგნითა ზედაპირი და თვალის კაკლის გარეთა ნაწილი რქოვანამდე დაფარულია ლორწოვანი გარსით - კონიუნქტივით, რომელიც გამოირჩევა მგრძნობელობით სხვადასხვა ალერგენისა და გამღიზიანებლის მიმართ, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციას მათზე და გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა:
ალერგიული კონიუნქტივიტი არის ორგანიზმის რეაქცია იმ ნივთიერებებზე, რომლებიც მას პოტენციურად „მავნედ მიაჩნია“. ალერგენების ჩამონათვალი ფართოა და ხშირად მისი იდენტიფიცირება შეიძლება ვერც მოხერხდეს. ალერგენი შეიძლება იყოს:
ალერგიული კონიუნქტივიტი ძირითადად ორი ტიპისაა: მწვავე და ქრონიკული.
მწვავე ალერგიული კონიუნქტივიტი, იგივე “თავის ციებ-ცხელება” ძირითადად სეზონურია, ახასიათებს შეტევის სახით დაწყება ალერგენთან კონტაქტიდან ძალზე მოკლე ვადაში და ძირითადად ხანმოკლე და ეპიზოდური მიმდინარეობა. მისი სიმპტომებია:
ქრონიკული ალერგიული კონიუნქტივიტისათვის დამახასიათებელია შედარებით ზომიერი მიმდინარეობა წლის განმავლობაში. მას შეიძლება თან ერწყმოდეს ურტიკარია და ბრონქული ასთმა.
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
ალერგიული კონიუნქტივიტის დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება კლინიკურად გამოხატული ნიშნების მიხედვით. ასევე გამოიყენება ალერგიული სინჯები და კონიუნქტივალური ნაცხის გამოკვლევა ეოზინიფილებზე.
– როგორ ხდება მკურნალობა?
უპირველეს ყოვლისა, აღმოფხვრილ უნდა იქნას ალერგენთან კონტაქტი. მკურნალობა დამოკიდებულია ალერგიის გამოვლენის სიმწვავესა და სიმძიმეზე.
ადგილობრივად ინიშნება:
ზოგადი მოქმედებისთვის ინიშნება ინიშნება სისტემური ანტიჰისტამინური საშუალებები.
– რა სახის გართულება შეიძლება განვითრდეს?
უმეტეს შემთხვევაში ალერგიული კონიუნქტივიტი არ იწვევს რაიმე სერიოზულ გართულებებს, მაგრამ აუცილებელია მისი სხვა დაავადებებისგან დიფერენცირება და, კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა სპეციალისტის მიერ, რადგან გარკვეული ჯგუფის პრეპარატების თვითნებურმა და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება პირიქით უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მხედველობის ორგანოზე.
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკიდან.
გისურვებთ ჯანმრთელობას!