გულის სამსისხლძარღვოვანი დაზიანება - ლევან ამაღლობელი

გულის სამსისხლძარღვოვანი დაზიანება - ლევან ამაღლობელი

რთული კარდიოინტერვენციული შემთხვევა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, მრავალი ათეული წელიწადია ფუნქციონირებს პროფესიონალი ექმიბით დაკომპლექტებული კარდიოლოგიური განყოფილება, სადაც წარამტებით ტარდება, როგორც კარდიოქირურგიული, ასევე ინტერევენციული კარდიოლოგიური ჩარევები.

პაციენტი, 51 წლის მამაკაცი, მწვავე კორონარული სინდრომის დიაგნოზით მოთავსდა რაიონულ საავადმყოფოში. გულის სისხლძარღვების კვლევით (კორონაროგრაფიით) გამოვლინდა  რთული ანატომიური მდებარეობის მრავალობითი დაზიანებები. სიცოცხლისთვის სარისკო, არასტაბილური მდგომარეობის გამო, პაციენტი გადმოყვანილ იქნა ჩვენს დაწესებულებაში, ღია კარდიოქირურგიული ოპერაციის, კერძოდ აორტა-კორონალური შუნტირების ჩატარების მიზნით.

პაციენტი მძიმე და არასტაბილური მდგომარეობით მოთავსებულ იქნა, კარდიოლოგიურ განყოფილებაში. ექიმების მულტიდისციპლინური (Cardiac Team) გუნდის - კარდიოლოგების, კარდიოქირურგების, ინტერვენციული კარდიოლოგების და შინაგანი მედიცინის სპეციალისტების  მიერ დეტალურად შეფასდა პაციენტის მდგომარება. რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გულის ღია ოპერაცია წარმოადგნედა უკიდურესად მაღალი რისკის ჩარევას, რომელიც ძალიან რთული გადასატანი იქნებოდა პაციენტისთვის და რეაბილიტაციის პროცესი შესაძლოა სრულყოფილად ვერ გატარებულიყო.

რადგან რადიკალური ჩარევის გარეშე პაციენტის მდგომარების გაუმჯობესება ვერ მოხერხდებოდა, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დამყარებული კლინიკის შიდა პროტოკოლის მიხედვით, გადაწყდა ჩატარებულიყო  გულის სისხლისმიმოქცევის აღდგენა - ნაკლებტრავმატული მედთოდით, კორონარული ანგიოპლასტიკით (სტენტირებით).

პაციენტთან ნაკლებტრავმული პროცედურა ჩატარდა ჩვენი კლინიკის ინტერვენციული კარდიოლოგიური მიმართლების ხელმძღვენლის, მრავალწლიანი  გამოცდილების, ინტერვეცნიული კარდიოლოგის - ლევან ამაღლობელის მიერ. განხორციელდა გულის ყველა სისხლძარღვის, კერძოდ მარცხენა მთავარი ღეროს, წინა-დასწვრივი, შემომხვევი და მარჯვენა კორონარური არტერიების გამავლობის აღდგენა - სტენტირება. პროცედურის დროს  სრულფასოვნად აღდა სისხლის მიმოქცევა გულის კუნთში. პაციენტის მდგომაორეობა დასტაბილურდა და მკურნალობა გაგრძელდა კარდიოლოგიურ განყოფილებაში. რამოდენიმე დღეში პაციენტი ყოველგვარი ჩივილების გარეშე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.

კორონალური ანგიოგრაფია და კორონალური ინტერვენცია წარმოადგენს მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას.  ამ მანიპულაციის დროს სხივის, მხრის ან ბარძაყის არტერიიდან სპეციალური მიმართველი კათეტერებით ხდება გულის მკვებავ  სისხძარღვებამდე მისვლა, მათი გამოკვლევა და დაზიენბული სისხლძარღვის გაფართოება, ბალონური ანგიოპლასტიკის და სტენტის იმპლანტაციის გზით. სტენტი არის თხელი, ლითონის, მოქანილი ჩარჩო, რომელიც შედის არტერიის სანათურში შეკუმშულ მდგომარეობაში, შემდეგ კი ზამბარასავით იშლება.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:

( 032 ) 2 95 80 14

595 41 70 55

ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ

ტეგები

ტეგები

აქციები

აქციები