დროული კარდიოინტერვენციული ჩარევის მნიშვნელობა

დროული კარდიოინტერვენციული ჩარევის მნიშვნელობა

ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მწვავე კორონარული სინდრომი

ივა კერესელიძე - ინტერვენციული კარდიოლოგი

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მრავალი ათეული წელიწადია ფუნქციონირებს მრავალ წლიანი გამოცდილების მქონე ექმიბით დაკომპლექტებული კარდიოლოგიური განყოფილება, სადაც წარამტებით ტარდება, როგორც კარდიოქირურგიული, ასევე ინტერევეციული კარდიოლოგიური ჩარევები.

ამ სტატიაში წარმოგდიგნეთ მორიგ წარმატებულ სამედიცინო შემთხვევას, ინტერევენციული კარდიოლოგიის მიმართულებით.

პაციენტი, 60 წლის მამაკაცი, კლინიკაში შემოყვანილ იქნა სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, გულმკერდში ძლიერი ტკივილის განვითარებიდან ნახევარ საათში.

შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო  მძიმე, არასტაბილური ჰემოდინამიკური (დაბალი წნევა, დაბალი პულსი) პარამატერებითა და  სრული ატრიოვენტიკულრი ბლოკადით (სიციცხლისთვის საშიში არითმია).

ჩვენი დაწესებულების გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში, დიაგნოზის - მიოკარდიმის ქვედა კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტისა და გულის მწვავე უკმარისობის  ვერიფიცირების და პირევალდი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდგომ, პაციენტი დაუყონებლივ გადაყავნილ იქნა, რეანიმაციული ბრიგადის თანხლმებით, გულის და მაგისტრალურ სისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, ინტერვეციული (კორონაროგრაფია დაკორონალურია ანგიოპლასტიკა )  ჩარევის მიზნით.

გულის სისხლძარღვთა კვლევით,  გამოვლენილ იქნა მარჯვენა კორონალური არტერიის ათეროთრომბოზი, მისი სრული დახშობით, რის შემდგომ გადაუდებლად, ჩვენი კლინიკის ინტერევენციული კარდიოლოგის, ივა კერესელიძის მიერ, ჩატარდა სისხლძარღვის რევასკულარიზაცია, სტენტების იმპლანტაციით, რის შედეგადაც სრულიად აღდა სისხლძარღვის გამავალობა და სისხლის მიმოქცევა გულის კუნთში. ზემოაღნიშნული ჩარევის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, მკურანლობა გააგრძელა კარდიოლოგიურ განყოფილებაში და რამოდენიმე დღეში ყოველგვარი ჩივილების გარეშე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.

კორონალური ანგიოგრაფია და კორონალური ინტერვენცია წარმოადგენს მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას.  ამ მანიპულაციის დროს, სხივის, მხრის ან ბარძაყის არტერიიდან სპეციალური მიმართველი კათეტერებით ხდება გულის მკვებავ  სისხძარღვებამდე მისვლა, მათი გამოკვლევა და დაზიენბული სისხლძარღვის გაფართოება, ბალონური ანგიოპლასტიკის და სტენტის იმპლანტაციის გზით. სტენტი არის თხელი, ლითონის, მოქანილი ჩარჩო, რომელიც შედის არტერიის სანათურში შეკუმშულ მდგომარეობაში, შემდეგ კი ზამბარასავით იშლება.

 

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:

( 032 ) 2 95 80 14

595 41 70 55

ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ

ტეგები

ტეგები

აქციები

აქციები