ზოგადი ქირურგიის განახლებული განყოფილება

ზოგადი ქირურგიის განახლებული განყოფილება

მაღალკვალიფიციური სპეციალისტების თანამედროვე სამედიცინო მომსახურება

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ფუნქციონირებს ხანგრძლივი ისტორიის და ტრადიციების მქონე ქირურგიული სამსახური. იგი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით,  რომლებიც პაციენტებს უწევენ თანამედროვე სამედიცინო კვლევებზე დაფუძვნებულ მაღალტექნოლოგიურ მომსახურეობას.

ქირურგიული განყოფილება - ლიცენზირებულია სახელმწიფო სამედიცინო რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად და ხორციელდება 24 საათიანი ქირურგიული სერვისი.  საოპერაციო ბლოკი - აღჭურვილია თანამედროვე ქირურგიული ინვენტარით, რაც მოიცავს ბოლო თაობის Mindray ლაპაროსკოპიულ აპარატურას, კავიტაციურ ულტრაბგერით ქირურგიულ ასპირატორს (CUSA), რომელიც გამოიყენება ღვიძლის ფართე რეზექციების დროს, ფრაგმენტაციის და სკელეტირებისთვის. უკეთესი ჰემოსტაზის და უსაფრთხო დისექციის მიზნით  გამოიყენება  ბოლო თაობის Metdronic ლიგაშური და ჰარმონიული სკალპელი. უპირატესობა ენიჭება მაღალრეიტინგული კომპანიების მიერ მოწოდებულ ერთჯერად საკერავი  სტეპლერების, თანამედროვე საპროთეზო ბადეების გამოყენებას.  

ჩვენს კლინიკაში ტარდება შემდეგი ქირურგიული ჩარევები:

-        ჰეპატოპანკრეატრობილიარული ქირურგია (ღვიძლის, სანაღვლე გზების ღია და ლაპაროსკოპიული ქირურგია, დისტალური პანკრეატექტომია);

-        გასტროეზოფაგური კუთხის ქირურგია (დიაფრაგმული თიაქარის, გასტროეზოფაგური რეფლუქსის და საყლაპავის აქალაზიის ლაპაროსკოპიული ქირურგია);

-        კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქირურგია, მათ შორის ტოტალური გასტრექტომია, კუჭის რეზექციული ტიპის და ორგანოშემანარჩუნებელი მადრენირებელი პროცედურები,   რთული რეკონსტრუქციული ოპერაციები;

-        ღია და ლაპაროსკოპიული წესით სპლენექტომია;

-        კოლო-რექტალური ქირურგია (სხვადასხვა ტიპის კოლექტომია ლაპაროსკოპიული მიდგომით);

-        ონკოლოგიური ქირურგია;

-        ფარისებრი ჭირკვლის ქირურგია;

-        სარძევე ჭირკვლის ქირურგია;

-        მუცლის წინა კედლის ვენტრალური და საზარდულის თიაქრები - ღია და ლაპაროსკოპიული მიდგომით, თიაქარპლასტიკა თანამედროვე ბადეების გამოყენებით;

-        პროქტოლოგია;

-        კანის და რბილი ქსოვილების ქირურგია, რადიოტალღოვანი სკალპელის Surgitron გამოყენებით;

-        პერიფერიული და აბდომინური ლიმფური კვანძების ქირურგია;

-        გადაუდებელი მუცლის ღრუს ქირურგია (უპირატესობა ენიჭება ლაპაროსკოპიული მეთოდებით მკურნალობას - ქოლეცისტექტომია, აპენდექტომია, ულცერორაფია, სინექიოლიზი, თიაქარპლასტიკა და დიაგნოსტიკა);

-        გადაუდებელი თორაკალური ქირურგია;

-        მუცლის და გულმკერდის კომბინირებული ტრავმის ქირურგიული მენეჯმენტი.

ქირურგები:

თამაზ ჩხიკვაძე - პროფესორი, კლინიკური დირექტორი

ზურაბ თურმანიძე - ზოგადი ქირურგი

კახა ჭუბაბარია - ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

შალვა გიუაშვილი - ზოგადი და ლაპაროსკოპიული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი

თემურ კანდელაკი - ზოგადი და თორაკალური ქირურგი

კახა დანგაძე - ზოგადი ქირურგი

კობა თაბაგარი - ზოგადი ქირურგი

მირზა მიქავა - ქირურგიის რეზიდენტი

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:

( 032 ) 2 95 80 14

595 41 70 55

ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ

ტეგები

ტეგები