დისტალური თანკბილვა

დისტალური თანკბილვა

პროფესორი ზურაბ ჩიჩუა კლინიკური შემთხვევის შესახებ

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში წარმატებით ფუნქციონირებს ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით პროფესორი ზურაბ ჩიჩუას ხელმძღვანელობით.

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მიზეზი შეიძლება იყოს: გენეტიკური წინასწარგანწყობა, მავნე ჩვევები ჩვილთა ასაკში, თანდაყოლილი პათოლოგიები (ტუჩის და სასის ნაპრალები), ტრავმა, სიმსივნეები, სუნთქვის ფუნქციური დარღვევა და ა.შ.

ენგლეს კლასიფიკაციის მიხედვით არსებობს თანბილვის 3 ტიპი: ფიზიოლგიური, მედიალურ და დისტალური თანკბილვა.

პაციენტმა მოგვმართა კლინიკაში შემდეგი ჩივილებით: საკვების მიღების და საუბრის გაძლენება, ესთეტიკური დისკომფორტი.

ჩატარდა გეგმიური წინასაოპერაციო კვლევები - კომპიუტერული ტომოგრაფია, ტელერენტგენოგრამა, დამზადდა თაბაშირის მოდელები, რომლის საშუვალებით მოვახერხეთ თანკბილვის კორექცია მაქსიმალურად მიახლოვებული ცენტრალურ ოკლუზიასთან.

ოპერაცია: ქვედა ყბაზე ტოტის წინა ზედაპირზი ორალური მხრიდან ვესტიბულურ ზედაპირზე გარეთა ირიბი ხაზზე გადასვლით ტარდება ირიბი განაკვეთი, შევდება ლორწოვან-ძცლისსაზრდელოვანი ნაფლეთი, შიშვლდება ტოტის მედიალური ზედაპირი და ხდება  ქვედა ალვეოლური სისხლძარღვოვან-ნერვული კონის იდენტიფიცირება. ქვედა ალვეოლური ხველიდან 0,5 სმ ზემოთ იწყება ტოტის საგიტალური ოსტეოტომია (ჯერ ჰორიზონტალური ტოტის შუამდე შემდეგ ვერტიკალური გარეთა ირიბი ხაზზე გადასვლით.), ეს ეტაპი კეთდება განსაკუთრებული სიფრთხილით რომ არ მოხდეს ვესტიბულური ან ორალური კორტიკალური ფირფიტების დაზიანება, გახელცა სატეხის და ჩაქუჩის საშვალებით,ანალოგიური ოპერაცია ტარდება მეორე მხარეს   და საბალოოდ ვღებულობთ ორ დამოუკიდებლად მოძრავ ფრაგმენტს რომლების ფიქსაცია შეგვიძლია ჩვენთვის სასურველ პოზიციაზე.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:

( 032 ) 2 95 80 14

595 41 70 55

ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ

ტეგები

ტეგები