თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატების მეშვეობით პაციენტებს უტარდებათ შემდეგი სადიაგნოსტიკო კვლევები:
- გულის და მაგისტრალური სისხლძარღვების ულტრაბგერითი გამოკვლევა (M-mode, 2D, Collor Doppler);
- პერიფერიული სისხლძარღვების ( საძილე, თირკმლების, ქვედა და ზედა კიდურების და სხვ) დუპლექს სკანირება;
- მუცლის ღრუს ორგანოების, ჰეპატოპანკრეატობილიარული სისტემის ულტრაბგერითი კვლევა პათოლოგიური წარმონაქმნების ვასკულარიზაციის შეფასებით;
- თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლების, შარდის ბუშტის, წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა;
- სარძევე, ფარისებრი ჯირკვლებისა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა, პათოლოგიური წარმონაქმნების ვასკულარიზაციის ტიპის შეფასებით;
- თავის ტვინის მაგისტრალური (საძილე და ვერტებრალური) ინტრაკრანიული სისხლძარღვების (ვილიზიის წრის, ცერებრული ვენური სისტემის, ვენური სინუსები) დუპლექს სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში;
- გულმკერდისა და მუცლის აორტის, ქვემო ღრუ ვენის, პორტალური სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა, სისხლძარღვების დუპლექს სკანირება ფერადი და ენერგეტიკული დოპლერის რეჟიმში;
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა;
კომპიუტერული ტომოგრაფია
- თავის ტვინის, კისრის, გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს, ძვალსასხროვანი სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია;
- მაგისტრალური სისხლძარღვების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია, რომელიც წარმოადგენს დიგიტალური ანგიოგრაფიის არაინვაზიურ ალტერნატივას;
- კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების ხარისხის და შესაბამისად შესაძლო გართულებების რისკის შეფასება (ე.წ. Calcium Score-ის განსაზღვრა);
თანამედროვე ციფრული რენტგენ-დანადგარების გამოყენებით ტარდება შემდეგი ორგანოთა სისტემების რენტგენოლოგიური კვლევები:
- გულ–მკერდის;
- ნეკნების;
- თავის ქალა/ცხვირის დანამატი ღრუები;
- ხერხემლის სვეტი (კისერი, გულ–მკერდი, წელი);
- სახსრები;
- ძვლები;
- მუცლის ღრუს მიმოხილვითი;
- მცირე მენჯის ღრუს;
- უროგრაფია;