Georgianenglishrussian

კატარაქტა - რა სიმპტომები არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ?

კატარაქტა - რა სიმპტომები არ უნდა დაგვრჩეს უყურადღებოდ?

გაიგეთ მეტი კატარაქტის - თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადების შესახებ

კატარაქტა ანუ ბროლის შემღვრევა თვალის გავრცელებული დაავადება, რომლის დროსაც პაციენტის მხედველობა თანდათანობით, უმტკივნეულოდ უარესდება და საბოლოოდ სრულ დაკარგვამდე მიდის. ამ დაავადების შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის ოფთალმოლოგი, ქალბატონი თამარ ბეზარაშვილი.

- როგორ ვითარდება კატარაქტა?
კატარაქტის დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა, იძენს  მონაცრისფრო, მონაცრისფრო-თეთრ ან რძისფერ შეფერილობას. ე.ი. იმღვრევა და შესაბამისად ვეღარ ხდება გამოსახულების ბადურაზე ფოკუსირება, რაც მხედველობის მნიშვნელოვან (საბოლოოდ კი სრულ) დაქვეითებას იწვევს.

არსებობს კატარაქტის 4 სტადია: 

  • დაწყებითი
  • არამწიფე
  • მწიფე
  • გადამწიფებული

კატარაქტა შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი კატარაქტა, როგორც წესი, განპირობებულია დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებებითა და სამშობიარო ტრავმით. ამ დროს ორივე თვალია დაზიანებული. 

- რა იწვევს შეძენილი კატარაქტების განვითარებას?

შეძენილი კატარაქტები შეიძლება იყოს:

  • ასაკობრივი ცვილებებით გამოწვეული  (მოხუცებულთა კატარაქტა)
  • მექანიკური დაზიანებით განპირობებული (ტრავმული)
  • ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი
  • დიაბეტური 
  • რადიაციით გამოწვეული
  • ძირითადად რა ასაკიდან იჩენს თავს შეძენილი კატარაქტები?

მნიშვნელოვანია, რომ მოხუცებულობით გამოწვეული კატარაქტის ასაკი საკმაოდ გაახალგაზრდავდა და უკვე 35-40 წლიდან შეიმჩნევა. აქვე უნდა აღინიშნოს უვეალური (სისხლძარღვივანი გარსის დაზიანებით გამოწვეული) კატარაქტები, რომლებიც კიდევ უფრო მცირე ასაკის ახალგაზრდებში ძალიან გახშირდა.

- რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ არ გამოგვეპაროს კატარაქტის განვითარების დასაწყისი?
ამ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ყურადღებას. როგორც კი შენიშნავთ დღის სინათლეზე მხედველობის გაუარესებას, შეამჩნევთ, რომ საღამოს თითქოს უფრო უკეთ ხედავთ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს მდგომარეობის გადასამოწმებლად. 

არის ასეთი შემთხვევებიც: პაციენტი, რომელსაც ახლოს ხედვა უჭირს და ამისათვის იყენებს პრესბიოპიურ სათვალეს, უეცრად აღნიშნავს,  რომ მისი ახლო მხედველობა გაუმჯობესდა და გახარებულია იმით, რომ სათვალის გარეშე კითხვა ისევ შეუძლია. ეს ძალიან საფრთხილო მომენტია. სამწუხაროდ, სწორედ ამ ერთი შეხედვით სასიამოვნო დროს საფიქრებელია კატარაქტის არსებობა, რადგან ამ დაავადებისას ძალიან ხშირად თვალის მდგომარეობა ახლომხედველობაში გადადის ხოლმე. შესაბამისად, პაციენტს ესაჭიროება ოფთალმოლოგის დაუყოვნებელი კონსულტაცია, რათა საწყის ეტაპზევე დაიწყოს დაავადების პროგრესირებასთან ბრძოლა.

- როგორ ვმკურნალობთ კატარაქტას?
ბროლის შემღვრევის შეჩერებისათვის მივმართავთ კონსერვატიულ მკურნალობას და ვიყენებთ სპეციალურ თვალის წვეთებს, რომელშიც შედის ვიტამინების კომპლექსი, ბიოგენური სტიმულატორები და არაორგანული მარილები. ეს ახანგრძლივებს ოპერაციამდელ პერიოდს. უკვე შორს წასული კატარაქტის მკურნალობის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად კი ქირურგიული ჩარევა მოიაზრება. არსებობს ოპერაციის რამდენიმე სახე, თუმცა ყველა მათგანის არსს წარმოადგენს შემღვრეული ბროლის ამოღება და შეცვლა ხელოვნური ბროლით. ყველაზე თანამედროვე ოპერაციულ მიდგომას წარმოადგენს ფაკოემულსიფიკაცია, რომელსაც უნაკერო ოპერაციასაც უწოდებენ. ამ დროს ხდება ულტრაბგერით ბროლის დანაწევრება და ასპირაცია-ირიგაციული მეთოდით მისი მოცილება.

- რა რეკომენდაციები უნდა დაიცვას პაციენტმა კატარაქტის ოპერაციის შემდეგ?
კატარაქტის ოპერაციის შემდეგ  აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება: 

  • ფიზიკური დატვირთვის შემცირება, 
  • სიმძიმის აწევისგან თავის შეკავება. მზის ძლიერი გამოსხივებისა და სინათლის პირობებში დამცავი სათვალის ტარება
  • კითხვა, ტელევიზორის ყურება, კომპიუტერთან მუშაობა რეკომენდებულია მხოლოდ კარგი განათების პირობებში სიბნელეში ამგვარი მოქმედება იკრძალება. 

თანამედროვე ოფთალმოლოგიური პრაქტიკის მიხედვით ასიდან 90-95 შემთხვევაში ოპერაცია წარმატებით სრულდება - მხედველობა აღდგება სრულად და ადამიანი აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციებით: ჩაიტარეთ სრული ოფთალმოლოგიური გამოკლვლევა

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>