ალერგია არის ერთგვარი დარღვევა განპირობებული „უვნებელ“ ნივთიერებებზე არანორმალური რეაქციით. იგი წარმოადგენს იმუნური მექანიზმების ანომალიას, რომელსაც თან სდევს საკუთარი ქსოვილების დაზიანება. როგორ ვითარდება ალერგიული რეაქცია და რომელი ალერგიებია ყველაზე აქტუალური ზაფხულის სეზონზე? ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ალ. ადალაშვილის კლინიკის ალერგოლოგი, ქალბატონი თამარ ბარბლიშვილი.
ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა იცავს ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა აგენტებისგან, როგორებიცაა: ბაქტერიები, ვირუსები, მავნე ნივთიერებები ან საკუთარი არაჯანსაღი უჯრედები. ალერგიის დროს იმუნური რეაქცია ვითარდება გარემოში არსებულ ისეთ ნივთიერებებზე, რომლებიც ადამიანთა უმეტესობისთვის ზიანის მომტანი არაა, უვნებელია და შედეგად სახეზე გვაქვს ხოლმე ესა თუ ის კლინიკური სიმპტომატიკა.
რა იწვევს ალერგიული რეაქციის ჩამოყალიბებას?
ალერგიულ რეაქციას იწვევს ალერგენები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალერგენები არიან ნივთიერებები, რომლებიც მოსახლეობის უმეტესობისათვის უვნებელია, მაგრამ ზოგიერთ ადამიანში იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ალერგენები შეიძლება იყოს:
რა სახის ალერგიები არსებობს?
ძირითადად განასხვავებენ ორი ტიპის ალერგიულ რექციებს. პირველი ესაა დაუყოვნებელი ტიპის. ის დაკავშირებულია ანტისხეულებთან სახელად - იმუნოგლობულინიE. ვითარდება სწრაფად 30-60 წუთში ან უფრო მცირე დროში. ასეთი მექანიზმი აქვს, მაგალითად, ანაფილაქსიას, ალერგიულ რინიტს, კვებით ალერგიას.
ხოლო მეორეა დაყოვნებული ტიპის. იგი დაკავშირებულია გარკვეულ უჯრედებთან (Tლიმფოციტებთან) და ვითარდება რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩვეულებრივ, 24-48 საათში. ასეთი მექანიზმი საფუძვლად უდევს, მაგალითად, ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს.
რას მოიცავს ზაფხულის ალერგიები?
ზაფხულში შედარებით აქტუალური ხდება:
თუმცა ზაფხულის ალერგიები მეტ-ნაკლებად პირობითი დასახელებაა, ვინაიდან, იმის მიხედვით თუ რა სახის ალერგია აქვს ადამიანს, შეიძლება იყოს სეზონური ხასიათის, შეიძლება გრძელდებოდეს მთელი წლის განმავლობაში ან საერთოდ არ უკავშირდებოდეს დროის ამა თუ იმ მონაკვეთს.
რამდენად საშიში შეიძლება იყოს ალერგია სიცოცხლისათვის?
ალერგია შეიძლება იყოს საშიში, როდესაც საქმე გვაქვს ანაფილაქსიასთან. ეს არის მწვავე, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში, მულტისისტემური სინდრომი, რომელსაც იწვევს სამიზნე უჯრედებიდან (პოხიერი უჯრედები და ბაზოფილები) გამოთავისუფლებული მედიატორების მოხვედრა სისხლის მიმოქცევაში. ანაფილაქსია გამოვლინდება მრავალი სიმპტომით:
ანაფილაქსიის დროს სიკვდილის მიზეზს წარმოადგენს სასუნთქი სისტემის ობსტრუქცია და კარდიოვასკულური კოლაფსი. შესაბამისად, ამ დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.
როგორ ავიცილოთ თავიდან ზაფხულში ალერგიული რეაქციის განვითარება?
ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ალერგია ზაფხულის პერიოდში მოყვავილე ამა თუ იმ მცენარის მტვერზე, უნდა დაიწყონ მკურნალობა ამ პერიოდის დადგომამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე, რათა სეზონი გადალახონ მარტივად. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინონ ალერგენებთან კონტაქტის თავიდან აცილების რეკომენდაციები, ესენია:
მათ, ვისაც აქვთ „მზის ალერგია“ უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
მწერის ნაკბენის მიმართ ალერგიის მქონე პირებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
და ბოლოს, ყველა ალერგიულ ადამიანს ვურჩევ, რომ იყვნენ ყურადღებით. გულისყურით მოეკიდეთ მკურნალობასა და საჭირო რეკომენდაციებს, დროულად მიმართეთ ექიმს, რათა მოხდეს სწორი დიაგნოსტირება, შესაბამისი მკურნალობის შერჩევა, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება და მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მოსალოდნელი გართულებები თუ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობები. ნუ გადადებთ თქვენი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.
გისურვებთ ჯანმრთელობას!