რას მოიცავს საშვილოსნოს ყელის დაავადებები და რა საფრთხის შემცველია ფარულად მიმდინარე პათოლოგიები? ქალური ჯანმრთელობის საკითხებზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის გინეკოლოგი, ქალბატონი თეონა ბერიშვილი.
საშვილოსნოს ყელი ბარიერის როლს ასრულებს საშოსა და საშვილოსნოს შორის, მისი ამომფენი ეპითელი გამოყოფს ლორწოს, რომელიც კლავს ბაქტერიებს და საშვილოსნოს ღრუს ინფექციის მოხვედრისაგან იცავს.
საშვილოსნოს ყელის დაავადებები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
- რა ფაქტორები განაპირობებს საშვილოსნოს ყელის დაავადებების განვითარებას?
ამ დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორებია:
- რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?
თუ გაქვთ მცირე სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი კონტაქტის დროს ან ტკივილი სქესობრივი აქტისას; ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუალური ციკლი, ჩირქოვანი გამონადენი საშოდან - ეს სიმპტომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ ყურადღების მიღმა. აუცილებელია, დროულად მიმართოთ გინეკოლოგს.
მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი დაავადება უსიმპტომოდ და ფარულად მიმდინარეობს მაგალითად: როგორც წესი სიმპტომები არ აქვს საშვილოსნოს ყელის კისტას, რომელიც შეიძლება განვითარდეს ჰორმონული დარღვევებისა და ანთების ფონზე. უხშირესად უსიმპტომოდ მიმდინარე ნაბოთის კისტები ზოგიერთ შემთხვევაში სწრაფად იზრდება. საჭიროა ამ დარღვევის დროული აღმოჩენა და ციტოლოგიური კვლევის ჩატარება, იმისათვის, რომ გამოირიცხოს მძიმე პათოლოგია და მოხდეს კისტების ამოღება, რათა არ დაჩირქდეს.
- როგორ ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის ფარულად და უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებები?
ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური ვიზიტი გინეკოლოგთან, რომელიც სარკეებში დაათვალიერებს საშვილოსნოს ყელის მდგომარეობას. ასევე, უნდა ჩატარდეს ციტოლოგიური კვლევა და კოლპოსკოპია. საჭიროების შემთხვევაში - ბიოფსია ჰისტომორფოლოგიური კვლევით.
განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ქალბატონებს, რომელთა დედას, დეიდას, დას ან ბებიას ანამნეზში აღენიშნებოდა საშვილოსნოს ტანის ან ყელის სიმსივნე. მათ რეგულარულად უნდა ჩაიტარონ პროფილაკტიკური გამოკვლევები, გინეკოლოგის და მამოლოგის კონსულტაცია. ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას გვაძლევს, რომ დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ქალბატონებს ჩაუტარდეთ წარმატებული მკურნალობა. ამიტომ, ნუ გადადებთ საკუთარ სიცოცხლეზე ზრუნვას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოდ სრული გინეკოლოგიური გამოკვლევით 165 ლარის ნაცვლად 85 ლარად!
გისურვებთ ჯანმრთელობას!