რა უნდა იცოდეთ ალადაშვილის მულტიპროფილური კლინიკის შესახებ

რა უნდა იცოდეთ ალადაშვილის მულტიპროფილური კლინიკის შესახებ

კლინიკის ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებები

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის განახლებული სერვისების, ხელმისაწვდომი სახელმწიფო და უფასო პროგრამებისა და თანამედროვე სამედიცინო პროექტების შესახებ გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კლინიკური მენეჯერი, ექიმი კარდიოლოგი, ივა კერესელიძე.

ალადაშვილის კლინიკის ისტორია 1880 წლიდან იღებს სათავეს. განვილილი თითქმის 140 წლის განმავლობაში ამ შენობაში, რომელიც შეტანილია ქალაქის კულტურულ-ისტორიული ძეგლების ნუსხაში, მუდმივად ფუნქციონირებდა მძლავრი სამედიცინო სტაციონარული დაწესებულება. ამასთანავე, საავადმყოფოში განთავსებული იყო სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული და ქირურგიული კათედრები. ამ კედლებში მრავალი თაობის წარჩინებული ექიმი აღზრდილა. სრული სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ კლინიკა აღიჭურვა ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით და 2015 წლის ბოლოდან წარმოადგენს მრავალპროფილურ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება:

  • გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული სერვისები,
  • გადაუდებელი და გეგმიური ყველა სახის სტაციონარული მომსახურება,
  • ფუნქციონირებს დღის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, როდესაც გარკვეული ინსტრუმენტული გამოკლევების, სამედიცინო მანიპულაციებისა და მცირე ქირურგიული ჩარევების შემდგომ, საჭიროა პაციენტის კლინიკაში დაყოვნება არაუმეტეს 24 საათისა.

- რა განყოფილებებისგან შედგება განახლებული კლინიკა?
კლინიკა გაშლილია 132 საწოლზე. ჩვენთან ფუნქციონირებს:

  • კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, სადაც მოქმედებს გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) და რეანიმაციული სამსახურები. 
  • ანესთეზიოლოგიის სამსახური.
  • შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი, სადაც წარმოდგენილია კარდიოლოგიური, თერაპიული და ნევროლოგიური მიმართულებები.
  • ქირურგიული დეპარტამენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი ქირურგიის მიმართულებას, სადაც ტარდება ლაპაროკოსპიული და ენდოსკოპიური ქირუგიგიული ჩარევები, ასევე ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, ნეიროქირურგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის, პროქოტოლოგიის, გინეკოლოოგიისა და ოპერაციული გინეკოლოგიის, უროლოგიური და ოფთალმოლოგიური მიმართულებები.
  • ონკოლოგიური დეპარტამენტი.
  • ყბა-სახის ქირურგიისა და დენტალური იმპლანტაციის დეპარტამენტი. 
  • ფუნქციონირებს ინტერვეცნიული კარდიოლოგიის მიმართულება. გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაციის ლაბორატორიაში ტარდება ენდოვასკულური ინტერვენციული ჩარევები როგორც კორონალურ, ისე მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე. ამასთანავე, ტარდება გარკვეული სპექტრის გადაუდებელი და გეგმიური არითმოლოგიური ოპერაციები.

მინდა, გამოვყო კარდიოქირურგიული სამსახური, სადაც კეთდება მომუშავე გულზე ღია წესით ოპერაციები. აღნიშნულ ოპერაციებს შესანიშნავი შედეგები აქვს პაციენტების რეაბილიტააციის კუთხით.

გადაუდებელი დახმარების სამსახური ერთ-ერთი რთული რგოლია, სადაც ხორციელდება პაციენტის მიღება, პირველადი შეფასება, ანამნეზის შეკრება და საჭირო ლაბორატორიული და ინსტურემენტული კვლევების დანიშვნა. თუ საჭიროა, ხდება შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა კონკრეტულ პროცესში და სწრაფ რეჟიმში გადაწყეტა, როგორ წარიმართოს შემდგომი მკურნალობა ამა თუ იმ პაციენტთან.
კლინიკის ფართოპროფილურობიდან გამომდინარე შემთხვევებიც მრავალფეროვანია,. ზოგჯერ პაციენტები ER-იდანვე ეწერებიან გარკვეული პერიოდის შემდგომ. სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პაციენტს აღენიშნება პოლიორგანული უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა და ჰემოდინამიკური არასტაბილურობა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის გაგრძელებას.
როდესაც გამოხატულია მწვავე მუცელი, საქმეში ქირურგიული სამსახური ერთვება. მწვავე კორონარული სინდრომის დროს კი მობილიზებულია კარდიოლოგიური მიმართულება, ინტრაკრანიალური ტრავმების დროს - ნერვოლოგია-ნეიროქირურგიის სამსახურები ერთვებიან აქტიურ მუშაობაში და ა.შ. მაგალითები ამოუწურავია.
საბოლოო შედეგი კი ისაა, რომ ყველა განყოფილება ჩართულია პაციენტის სიცოცხლეზე ზრუნვის ერთიან პროცესში - ესაა ჯანმრთელობისთვის საჭირო ინდივიდუალური, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება თანმიმდევრულად, სწრაფად და უმაღლესი ხარისხით.

- რითია განსაკუთრებული ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა?
პირველ რიგში, მე გამოვყოფდი, იმ ისტორიასა და სამედიცინო ტრადიციებს, რომელიც განსაკუთრებულს ხდის ჩვენს კლინიკას. ჩვენთან დღემდე მუშაობენ ადამიანები, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება და თითქმის მთელი ცხოვრება აკვაშირებთ ამ დაწესებულებასთან. ძველი და ახალი თაობის მაღალკვალიფიციური ექიმების ერთობლივი, გუნდური მუშაობით შენარჩუნებულია ის სამაგალითო სამედიცინო აკადემიზმი, რომლითიც ყოველთვის გამოირჩეოდა ალადაშვილის კლინიკა.
ამასთანავე, ალადაშვილის კლინიკა წარმოადგენს მნიშვნელოვან კომფორტს ჩვენი ქალაქისთვისა და მოსახლეობისთვის, რადგანაც ცენტრალურ უბანში 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მრავალპროფილური კლინიკის ფუნქციონირება ადვილად ხელმისაწვდომს ხდის სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღებას.
ამასთანავე, გასულ წელს ჩვენს კლინიკაში გაიხსნა ამიერკავკასიაში უპრეცედენტო, ჰიპერტენზიის კვლევის პირველი ცენტრი. ასევე, თითოეულ დეპარტამენტში ხორციელდება თანამედროვე გაიდლაინებით მოწოდებული ყველა სახის სამედიცინო ჩარევა, მკურნალობის ინდივიდუალური, უახლეს საერთაშორისო რეკომენდაციებზე აგებული მიდგომები და პაციენტების მაქსიმალურ კომფორტზე ორიენტირებული უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

- რომელი სახელმწიფო სოციალური პროექტები ხორციელდება ალადაშვილის კლინიკაში?
ჩვენი დაწესებულება ჩართულია შემდეგ სახელმწიფო პროგრამებში:

  • დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, 
  • თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა,
  • საყოველთაო ჯანრმთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა.

ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური დახმარებისა და თბილისის მერიის ჯანდაცვის პროგრამებთან. გარდა ამისა, თითქმის ყოველთვიურად თვითონ კლინიკაში ორგანიზდება ამა თუ იმ ტიპის სამედიცინო სერვისების უფასო მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ხაზი გავუსვა იმ დიდ და მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელიც მოაქვს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის პროგრამას. მისი მეშვეობით ჩვენს უამრავ მოქალაქეს შეუნარჩუნდა სიცოცხლე და გაუუმჯობესდა ცხოვრების ხარისხი. ასევე, გაიხსნა ბევრი ახალი სამედიცინო დაწესებულება, დაინერგა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და ამ ბაზარზე შეიქმნა რეალური კონკურენცია კლინიკებს შორის. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ამ დეპარატენტში დასაქმებულ კოლექტვის, რომელთაც ძალიან საპასუხისმგებლო და რთულ რეჟიმში უწევთ მუშაობა.

- როგორია მომავლის გეგმები?
გეგმები ბევრია. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ნეიროინტერვენციული სერვისის შექმნაზე და ბევრი სხვადასხვა ახალი სერვისის დანერგვაზე. ამასთანავე, აქტიურად ვართ ჩართული, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენთან არსებული სამედიცინო სერვისები.
ჩვენს მოსახლოებას კი მოვუწოდებ, პრევენციის მიზნით აქტიურად მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლებსა თუ კერძო სადაზღვევო კომპანიების ამბულატორიული სერვისების მომწოდებელ პროვაიდერ დაწესებულებებს და ჩაიტარონ გეგმიური პროფილაქტიკური გასინჯვები. პირველადი ჯანდაცვა და დაავადებათა პრევენცია მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა რთული პათოლოგიური მდგომარეობების განვითარების რისკებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები