facebook-pixel
Georgianenglishrussian
აკნე

აკნე

გაინტერესებთ რა არის აკნეს გამომწვევი მიზეზები?

იცოდით რომ მსოფლიოს მოზარდთა 80% ამ დაავადებითაა დაავადებული? გაინტერესებთ რა არის აკნეს გამომწვევი მიზეზები? როგორ დავიცვათ თავი და ვიმკურნალოთ? ამ თემაზე გვესაუბრება დერმატო–ვენეროლოგი და დერმატო–კოსმეტოლოგი ქალბატონი რუსუდან კახიძე.

აკნე არის კანის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება. იგი უპირატესად მოზარდებში გვხვდება, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში დაიწყოს.

– რა არის აკნე?
აკნე არის მეტად აქტუალური პრობლემა, რომლის შესახებ შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ. ამჟამად ყურადღება გავამახვილოთ ძირითად პუნქტებზე. აკნე არის კანის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება. იგი უპირატესად მოზარდებში გვხვდება, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში დაიწყოს. სტატისტიკურად მსოფლიოში მოზარდთა 80% დაავადებულია სხვადასხვა სიმძიმის აკნეთი. ჩვეულებრივი (მოზარდთა) აკნეს გარდა გვხვდება ახალშობილთა, მედიკამენტური, მექანიკური, პროფესიული და სხვა ფორმები.

– რა არის აკნეს გამომწვევი მიზეზები?
აკნეს ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ის ჰორმონული ცვლილებები,რაც იწყება ორგანიზმში სქესობრივ მომწიფებასთან ერთად.ანდროგენების ზემოქმედებით ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერფუნქცია. აგრეთვე თმის ფოლეკულებში ეპითელიზაციის პროცესის დარღვევა, propionibacterium acnes მონაწილეობის შედეგად ყალიბდება კომედონები ანუ ცხიმოვანი საცობები. კომედონები აკნეს არაანთებითი ელემენტებია. არსებობს ღია და დახურული კომედონები.

– რა სიმპტომებით ვლინდება აკნე?
არსებობს აკნეს სხვადასხვა კლინიკური ფორმა. ის დამოკიდებულია აკნეს ელემენტების რაოდენობასა და სიმძიმეზე. აკნეს ელემენტები ძირითადად ლოკალიზებულია ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარი კანის უბნებზე: სახეზე, გულ–მკერდის,ზურგის და მხრების მიდამოებში. სხვადასხვა ბაქტერიების გამრავლების შედეგად ფორმირდება აკნეს ანთებითი ელემენტები: პაპულები, პუსტულები, კვანძები, კისტები.

– რა არის აკნეს ხელშემწყობი ფაქტორები?
ეს შეიძლება იყოს ემოციური ფაქტორები,მედიკამენტები, ქრონიკულად მიმდინარე სხვა დაავადებები, კოსმეტიკის გამოყენება, გარემო პირობები, ჰიგიენის ნორმების არასათანადო დაცვა და სხვა.

–როგორ ვიმკურნალოთ?
მკურნალობა ყოველთვის შეირჩევა ინდივიდუალურად. იგი დამოკიდებულია აკნეს სიმძიმეზე და იმ ფაქტორზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს პაციენტს ამა თუ იმ კოსმეტიკურ დეფექტთან. მსუბუქი ფორმის დროს საკმარისია სწორი მოვლა და გარეგანი საშუალებების გამოყენება. საშუალო სიმძიმის აკნეს დროს გარეგან საშუალებებთან ერთად საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო აკნეს მძიმე ფორმის მკურნალობა მიმართულია არამხოლოდ ბაქტერიებისა და ცხიმოვანი საცობების ლიკვიდაციაზე, არამედ ცხიმის პროდუცირების შემცირებაზე სპეციფიკური მედიკამენტებით.

– რას ურჩევთ მკითხველს?
პირველ რიგში ჰიგიენის ნორმების დაცვას, აკნეს ხელშემწყობი ფაქტორების თავიდან არიდებას, საჭიროების მიხედვით დროულად მიმართონ სპეციალისტს,რათა თავიდან აიცილონ აკნეს გართულებები რაც გამოიხატება ნაწიბურების განვითარებაში.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. ეპითელიუმზე სენსიბილაზიის დროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>