კიბოს სკრინინგი - ერთად ვიზრუნოთ სიცოცხლეზე

კიბოს სკრინინგი - ერთად ვიზრუნოთ სიცოცხლეზე

კიბოს პრევენცია ადრეული დიაგნოსტიკის გზით.

მნიშვნელოვანი სიახლე - გაცნობებთ, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის მიმწოდებელი გახდა. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია ადრეული დიაგნოსტიკის გზით.

გაცნობებთ, რომ კლინიკა უფასო პროგრამებს ახორციელებს დედაქალაქის მასშტაბით, მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული, კონკრეტული ასაკისა და სქესის მოქალაქეებისათვის.

უფასო გამოკვლევები ხორციელდება საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის, ფარისებრი ჯირკვლისა და ძუძუს კიბოს პრევენციისათვის.

იხილეთ დეტალები ასაკისა და სქესის მიხედვით:

შეგახსენებთ, რომ სკრინინგის შედეგად საწყის ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენა ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო პრევენციაა ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჩაიტარეთ სრულიად უფასო კვლევები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდთან ერთად და მიიღეთ ზუსტი დასკვნა პროფესიონალებისგან კლინიკაში არსებული თანამედროვე აპარატურის დახმარებით. ნუ გადადებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას! ერთად დავიყვანოთ მინიმუმამდე კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები