მნიშვნელოვანი სიახლე - გაცნობებთ, რომ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის მიმწოდებელი გახდა. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენცია ადრეული დიაგნოსტიკის გზით.
გაცნობებთ, რომ კლინიკა უფასო პროგრამებს ახორციელებს დედაქალაქის მასშტაბით, მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული, კონკრეტული ასაკისა და სქესის მოქალაქეებისათვის.
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკებს დაავადებათა სკრინინგის უფასო პროგრამას ახორციელებს თბილისის მასშტაბით. პროგრამა მოიცავს შემდეგ გამოკვლევებს:
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ქალბატონებს 25-დან 60 წლის ჩათვლით. სკრინინგი ითვალისწინებს პაპ–ტესტს; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); საჭიროების შემთხვევაში, ასევე უფასოა კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 3 წელიწადში ერთხელ. თუმცა, ამ ვადის მიუხედავად, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლოა კიდევ დაგიბარონ უფასო გამოკვლევაზე, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ.
ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კი, კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი!
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ნებისმიერი უჩვეულო ნიშნის შემჩნევისთანავე, საშვილოსნოდან სისხლდენა იქნება ეს, სხვა სახის პათოლოგიური გამონადენი თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევა.ჩაიტარეთ სრულიად უფასო კვლევები ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდთან ერთად და მიიღეთ ზუსტი დასკვნა პროფესიონალებისგან კლინიკაში არსებული თანამედროვე აპარატურის დახმარებით.
ნუ გადადებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას! ერთად დავიყვანოთ მინიმუმამდე კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55 ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.
პროექტი დროებით შეჩერებულია!