გაინტერესებთ როგორ უნდა იმკურნალოთ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება? რა პრევენცია არსებობს მისი თავიდან ასაცილებლად? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი რადიოლოგი ქალბატონი რიტა ვაშაყმაძე.
– რა არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ-ი )?
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება მსოფლიოში ავადობის ერთერთი წამყვანი მიზეზია და იკავებს სიკვდილიანობის მხრივ მე-4 ადგილს და სამწუხაროდ ახასიათებს მატების ტენდენცია.
ეს არის ქრონიკული ფილტვის პროგრესირებადი დაზიანება , რომლისთვისაც დამახასიათებელია მცირე კალიბრის სასუნთქი გზების ობსტრუქცია (ბრონქიოლიტი) პარენქიმის დაზიანება (ეფიზემა), პათოლოგიური ცვლილებები პულმონალურ სისხლძარღვებში.
ალვეოლური ერთეულის შემცირება მათი ელასტიურობის დაქვეითება იწვევს ამოსუნთქვის პროცესში სასუნთქი გზების ღიად დარჩენის უუნარობას და მათ კოლაფს,რომელიც მძიმე ფორმების დროს შეუქცევადია.
ფქოდ-ის რისკ ფაქტორებს მიეკუთვება :
იგი გვხვდება 40 წლის ზემოთ პაციანცებში,მამაკაცებში მეტი ინსიდენსობით ,თუმცა ჩემი პრაქტიკული გამოცდილების ფარგლებში ქალბატონების მომართვიანობა ფქოდ-ის დიაგნოზით გაიზარდა.
ფქოდ-ის გართულებას წარმოადგენს:
– როგორია დიაგნოსტიკა?
კლინიკური დიაგნოზისთვის ყველა პაციენტს რომლბსაც აღენიშნებათ ქოშინი , ქრონიკული ხველა, ანამნეზში აქვს ფქოდ-ის განვითარების რისკ ფაქტორები უნდა ჩაუტარდეს:
ჩვენს კლინიკაში აღნიშული კვლევა ხელმისაწვდომია .
ჩემთან მოსულ პაციენტებს , რომლებსაც აღენიშნებათ ფქოდ-ის არაპირდაპირი რენტგენოლოგიური ნიშნები (ემფიზემატოური ფილტვები,დიაფრაგმის თაღების დაწევა,ფილტვის სურათის ფიჭისებური დეფორმაცია,ნეკნების ჰორიზონტალური დგომა)რეკომენდაცია ეძლევა სპეციალისტთან კონსულტაციისთვის.
– რა სიმპტომებით ვლინდება ფქოდი?
როგორც ყველა ქრონიკული დაავადება ფქოდ-ს ახასიათებს გამწვავების და რემისიის პერიოდების მონაცვლეობა.
გამწვავების დროს პაციენტს აღენიშნება ასთმური შეტევა.
დაავდების ადრეულ სტადიაზე ,სიმპტომები იშვიათია, გამწვავებას იწვევს ვირუსული ინფექციები ,რომელიც ადვილად ემორჩილება მკურნალობას.
შორწასულ შემთხვევებში ვითარდება ფილტვ - გულის უკმარისობა (ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა , ფიზიკური დატვირთვის დროს ან მოსვენებულ მდგომარეობისას)
ფილტვის დაავადებათა შესახებ ნაკლები ინფორმაციის გამო პაციენტები გვიან მიმართავენ ექიმს ,როდესაც უკვე სახეზეა ექსტრაპულმონალური გართულებები.
– როგორია მკურნალობა?
ფქოდ-ის მართვის გეგმა მოიცავს ოთხ კომპონენტს:
I და II სტადიის (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ) დროს უნდა მოხდეს რისკ-ფაქტორების შემცირება (ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია ) დაავადების პროგრესირების შემცირების მიზნით.სიმპტომურად ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორები.
III- IV სტადიის დროს იყენებენ ფარმაკოთერაპიას (ბრონქოდილატატორები, ანტიქოლინერგული საშუალებები, კომბინირებული ბრონქოდილატაციური თერაპია, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ანტიბიოტიკები, მუკოლიზური საშუალებები)
– რა პრევენცია არსებობს ?
განსხვავებით სხვა დაავადებისგან ფქოდ-ის კონკრეტული მიზეზი ცნობილია
ამიტომ პრევენციის საუკეთესო საშუალებაა თამბაქოს არ მოწევა.
პაციენტთა უმრავლესობისთვის თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს ერთერთ ყველაზე ეფექტურ ინტერვენციას ფქოდ-ის განვითარების რისკის ,მისი პროგრესირების და მძიმე გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით.
– რას ურჩევთ მკითხველს?
დროული მიმართვიანობა სპეციალისტთან, სწორი დიაგნოზი, დაავადების სათანადო მართვა ეს ის ჯაჭვური რგოლია რომელიც ხანგრძლივად შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას.
გახსოვდეთ ფქოდ-ის დიაგნოზთან ერთად „თანაცხოვრება ‘’ შესაძლებელია ექიმის დანიშნულების სათანადო შესრულებით .
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.
გისურვებთ ჯანმრთელობას!