რა სიმპტომებით ვლინდება ტუბერკულოზი? როგორია დიაგნოსტიკა და რა პრევენცია არსებობს? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი რადიოლოგი, რიტა ვაშაყმაძე.
– რა არის ტუბერკულოზი ?
ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკრობაქტერია, ე.წ. კოხის ჩხირი.
ტუბერკულოზური პროცესი უხშირესად ვითარდება ფილტვებში, თუმცა, იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში (კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, თირკმელები, შარდის ბუშტი, ძვლები, ცენტრალური ნერვული სისტემა). ეს არის ე.წ. ფილტვგარეშე ფორმები.
– რამდენად საყურადღებოა ეს დაავადება ?
მსოფლიოში ტუბერკულოზით ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ავადდება და 2 მილიონამდე კვდება. საქართველოში 2013 წლის მონაცემებით რეგისტირებულია 5000 შემთხევა. მათ შორის 73% იყო ახალი შემთხვევა და შეინიშნება ზრდის ტენდენცია.
დაავადება ძირითადად ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, ხველის, ცემინების და საუბრის დროს. ფილტვგარეშე ფორმა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ არის საშიში.
– რა სიმპტომები ახასიათებს ტუბერკულოზს?
არსებობს ლატენტური და აქტიური ტუბერკულოზი.
ლატენტური ფორმა ნიშნავს, რომ პაციენტი არის ინფექციის მატარებელი და თუ იმუნური სტატუსი არ დაქვეითდა, დაავადება არ განვითარდება.
აქტიური ფორმის დროს ვლინდება ზოგადი კლინიკური სიმპტომები:
მკურნალობის გარეშე ტუბერკულოზს ფატალური გამოსავალი აქვს .
– რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ტუბერკულოზს?
ტუბერკულოზის გართულებები შეიძლება იყოს:
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები:
დაავადების პირდაპირი ნიშნებია: ფილტვის წილოვანი კონსოლიდაცია, კავერნა, პნევმატოცელე, სეგმენტური და წილოვანი ატელექტაზი, ლიმფადენოპათია, კალციფიცირებული გრანულომები.
როგორც რადიოლოგმა, ხაზი მინდა გავუსვა რენტგენოლოგიურ კვლევას და მის მნიშვნელობას. დანიაში ჩატარებული კვლევით დადასტურდა რენტგენოლოგიური გამოკვლევის აუცილებლობა. დადასტურებულია რენტგენოლოგიური კვლევის დადებითი პროგნოზული ღირებულება და სენსიტიურობა, რომელიც შესაბამისად შეადგენს 61-67%. პაციენტებში, რომლებსაც რენტგენოლოგიური ცვლილებები აღენიშნებოდათ, დადასტურდა ტუბერკულოზი. ნორმალური რენტგენოგრამის მქონე არცერთ პაციენტს ბაქტერიოლოგიური კვლევით დადებითი პასუხი არ აღენიშნებოდა.
ჩვენს კლინიკას მომართა პაციენტმა გახანგრძლივებული სუბფებრილური ტემპერატურით (1 თვის განმავლობაში), გულის არეში ტკივილით, ხველით, ღამის პროფუზული ოფლიანობით და კანზე გამონაყარით. პაციენტს ჩატარებული ჰქონდა ორკვირიანი ანტიბიოტიკოთერაპია და ლაბორატორიულ- ინსტრუმენტული კვლევები, რომლებიც ნორმიდან გადახრას არ აფიქსირებდა.
გადაღებულ გულმკერდის რენტგენოგრამაზე ყურადღება მიიქცია შუასაყრის ლიმფური კვანძების ჰიპერტროფიამ და გამოკვეთილმა ფილტვის კარის მარცხენამხრივმა ფიბროზულმა რეაქციამ, რაც ტუბერკულოზის არაპირდაპირი ნიშანია და ხასიათდება 30 %-იანი სენსიტიურობით. სამწუხაროდ, ხშირია მისი ჰიპოდიაგნოსტირება.
პაციენტს მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია ფტიზიატრთან მკურნალობის გაგრძელებისათვის, რისი აუცილებლობაც შემდგომში ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა.
– რა პრევენცია არსებობს?
პრევენციის მეთოდია ახალშობილების BCG ვაქცინაცია
ტუბერკულოზი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. შესაბამისად, აუცილებელია შენობის კარგი ვენტილაცია, ოთახის ხშირი განიავება.
– რას ურჩევდით მკითხველს?
ტუბერკულოზი არ არის სტიგმა!
გახსოვდეთ ტუბერკულოზი იკურნება დაავადების დროული დიაგნოსტირების და სრულყოფილი მკურნალობის შემთხვევაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.