თრომბექტომია

თრომბექტომია

კიდევ ერთი Წარმატებული ოპერაცია

მოგახსენებთ , რომ ალადაშვილის კლინიკა წარმოადგენს ინსულტის ერთ-ერთ ცენტრს საქართველოში, სადაც წარმატებულად ჩატარდა მორიგი ნეიროქირურგიული (ენდოვასკულური) ოპერაცია.


Პაციენტი, 73 წლის, ინსულტის განვითარებიდან საათნახევარში კლინიკაში შემოყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ.Შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა მეტყველების სრული მოშლა, ვერ ხერხდებოდა კონტაქტის დამყარება და მარჯვენა ხელ-ფეხში აღენიშნებოდა ძალის სრული დაქვეითება.
Პაციენტს მყისიერად ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიული რეჟინიმით, რითაც დიაგნოსტირებულ იქნა თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის ოკლუზია (თრომბოზი).Ამის შემდეგ დაიგეგმა და გადაუდებლად ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა-თავის ტვინის არტერიიდან თრომბექტომია, რის შემდგომ სრულად აღდგა სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში.
Ამ ოპერაციის წარმატებულობა დაკავშირებულია ექიმების პროფესიონალიზმთან და მყისიერ რეაგირებასთან. აღნიშნული ოპერაცია ტარდება მინიმალური ინვაზიით, ბარძაყის არტერიიდან ერთი ჩხვლეტით, ხდება სპეციალური კათეტერების მიყვანა თავის ტვინის დათრომბილ სისხლძარღვებამდე და ამის შემდეგ თრომბული მასის გამოღება.
Ოპერაციის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და კლინიკიდან გაეწერა ნევროლოგიური დეფიტის გარეშე.


არსებული პოსტი ემსახურება საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლებას ინსულტის შესახებ. ინსულტის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დაავადებულთან მყოფმა პირმა დროულად დარეკოს 112-ში და მოხდეს პაციენტის დროული ტრანსპორტირება სპეციალიზირებულ კლინიკაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე:

( 032 ) 2 95 80 14

595 41 70 55

ორშაბათი-პარასკევი ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 103

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ

ტეგები

ტეგები