გველის ნაკბენი

გველის ნაკბენი

გველის ნაკბენი. როგორ მივხვდეთ და რა მოვიმოქმედოთ.

გაინტერესებთ რა პირველადი დახმარება უნდა გაუწიოთ გველის ნაკბენის შემთხვევაში ადამიანს? როგორ გავარჩიოთ შხამიანია თუ არა გველი ნაკბენის მიხედვით? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექთანი თამუნა არახამია.

საქართველოში არსებობს გველების 20 სახეობა მათგან შხამიანია ოთხი : ველის გველგესლა, ცხვირრქიანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა და გიურზა. პირველი სამი მიეკუთვნება გველგესლათა ოჯახს და საერთო ნიშნები ახასიათებთ : მოკლე მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი კბილი რომელთა შიგნით არსებული არხები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. გიურზა რუხი ფერისაა ზურგზე კოპლებით. კბენისას კუნთები რომლებიც გარს ერტყმიან შხამის შემცველ ჯირკვლებს რეფლექტორულად იკუმშება და შხამი გადადის ჭრილობში. გველის შხამი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მრავალკომპონენტიან ნაერთს . შეიცავს როგორც ზოოტოქსინებს ასევე სპეციფიკური თვისებების მქონე ცილებს ,რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვანაირი რთული ფარმაკოლოგიური ეფექტების გამოწვევა. სწორედ ეს ნივთირებები განაპირობებენ გველის შხამის სპეციფიკურობას. ეს ნივთიერებებია: ფოსფატაზა, ნუკლეოტიდაზა, ქოლინესთერაზა, პროტეაზა, ჰიალურონიდაზა, თრომბინის ფერმენტ-აქტივატორი.

კბენისას - შხამის ინოკულაციის შედეგად ვითარდება გავრცელებული ჰემოარგიული შეშუპება , რაც განპირობებულია სისხლძარღვოვანი და უჯრედოვანი განვლადობის გაზრდით ასევე კოაგულაციური სისტემის დარღევებით. ვლინდება თრომბოციტოპენია და ჰემოლიზი. ამ დროს განვითარებული კაოგულოპათიის ერთ-ერთ მძიმე ფორმას წარმოადგენს ინტრავასკულური შედედების სინდრომი ( თრომბოჰემორაგიული სინდრომი).
გველის შხამით ინტოქსიკაციის სიმძიმე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე:

  • პაციენტის ასაკი, სხეულის მასა და ჯამრთელობის ზოგადი მდგომარეობა
  • ნაკბენის ლოკალიზაცია და დაზიანების სიღრმე განსაკუთრებით საშიშია კისერი და სახე
  • გველის ზომა რაც განაპირობებს ორგანიზმში მოხვედრილი შხამის რაოდენობას ( მაგ: დიდი ზომის გველს შეუძლია კბენისას 1000მგ შხამის გამოყოფა)


კლინიკური სურათი:

  • ნაკბენის ადგილას ნათლად ჩანს ერთი ან ორი კბილის კვალი (არაშხამიანი გველის კბენის დროს ვლინდება უფრო მეტი კბილის კვალი)
  • ძლიერი ტკივილი,რომელიც თანდათან ძლიერდება და მაქსიმუმს აღწევს 12 სთ-ში.
  • ადგილობრივად ინტოქსიკაცია ვლინდება შეშუპებით და ერითემით , მძიმე შემთხვევაში შეშუპება გავრცელებულ ხასიათს იღებს, ჩნდება სისხლჩაქცევები და ჰემორაგიული სითხით სავსე ბუშტუკები.
  • რეგიონალური ლიმფური კვანძები მნიშვნელოვნად დიდდება.
  • სხეულის ტემპერატურის მომატება
  • არტერიული წნევის დაქვეითება , მძიმე ფორმისას შოკური მდგომარეობა ვითარდება
  • ტაქიკარდია, სუსტი პულსი
  • გულისრევა, ღებინება
  • ინტოქსიკაციის მძიმე ფორმის დროს ვლინდება სუნთქვითი დარღვევები, ფასციკულაციები, ფტოზი, კუნთოვანი სისუსტე, პარეზი (გიურზას კბენისას)
  • კოაგულაციური სისტემის ფუნქციონირების დარღვევის გამო შეიძლება გამოვლინდეს სისხლდენა ღრძილებიდან, ჰემატურია, მელენა.

დიაგნოსტიკა: დიაგნოზი ემყარება ანამნეზურ მონაცემებს , დათვალიერებით კბილების კვალს,შეშუპებას, ტკივილს, აგრეთვე ლაბორატორიულ მონაცემებს , რომელთა შორის მთვარია ცვილელბები სისხლის კოაგულაციურ სისტემაში.

გადაუდებელ დახმარებას წარმაოდგენს სწრაფი ჰოსპიტალიზაცია.
არ არის რეკომენდებული: ფიზიკური დატვირთვა მაგ : სირბილი კბენის შემდეგ მნიშვნელოვნად აჩქარებს შხამის სისტემურ აბსორბციას, ასევე ლახტის დადება - მოხსნის შემდგეგ ვითარდება სწრაფი გავრცელება, პირით გამოწოვა - შესაძლოა დაავადებული პირის ღრუდან ინფექცია შეიტანოთ ან დაზიანებული ლორწოვანის შემთხვევაში არსებობს ინტოქსიკაციის რისკი.
მკურნალობა:

  • უმნიშვნელოვანესია შრატის დროული შეყვანა გიურზას კბენის შემთხვევაში მონოვალენტური შრატი (,,ანტიგიურზა’’) სხვა სახის გველის კბენისას პოლივალენტური შრატი
  • ადგილობრივად ყინულის გამოყენება
  • აუცილებელია გადასხმული სითხის რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა გარდა მნიშვნელოვანი ჰიპოვოლემიის და შოკური მდგომარეობისა.
  • ჰემოლიზის განვითარების შემთხვევაში სისხლის მოცულობისა და მისი კომპონენტების შევსება
  • ანალგეზიური და ,,რბილი’’ სედაციური საშუალებები
  • საჭიროების შემთხვევაში ფასციოტომია

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები