ქართულ-გერმანული პროექტი

ქართულ-გერმანული პროექტი

სისხლძარღვთა და ენდოკრინული ქირურგია.

ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში პაციენტთა მოთხოვნით ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას 6-7 დეკემბერს პროფესიული ვიზიტით კვლავ ეწვევიან გერმანიის ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერტები პროფესორი ჯუმბერ ფარცახაშვილი და პროფესორი იორგ უკატი. დაგეგმილია ერთობლივი ოპერაციები და კონსულტაციები სისხლძარღვთა ქირურგიული პათოლოგიების მქონე პაციენტებთან, როგორებიცაა საძილე არტერიების ოკლუზია - სტენოზების და ანევრიზმების დროს. ასევე აორტის ისეთი რთული პათოლოგიების, როგორებიცაა აორტის კოარქტაცია ანევრიზმების დროს. ამასთანავე, ჩატარდება საძილე არტერიის სტენტირება აორტის სტენტგრაფტის იმპლანტაციით.

ქართულ - გერმანული პროექტის ფარგლებში ჩატარებული სისხლძარღვთა და ენდოკრინული პათოლოგიების მრავალი წარმატებული ოპერაციის უპირატესობაა ევროპული გამოცდილება და ამავე სამედიცინო სტანდარტის სერვისის დანერგვა.
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში საძილე არტერიების სტენოზების, ოკლუზიების და ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციების დროს პაციენტთა უსაფრთხოების მიზნით კლინიკაში დაინერგა ნეირომონიტორინგის და ოპტიკური ქირურგიული სათვალის მეთოდით ოპერირება, რაც წარმოადგენს მსოფლიო ოქროს სტანდარტს.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა პაციენტებს საშუალებას აძლევს, ქვეყნიდან გაუსვლელად ჩაიტარონ ქირურგიული მკურნალობა და მიიღონ მაღალი ხარისხის სერვისი.
კონსულტაციებს ერთობლივად ჩაატარებენ ქართულ-გერმანული პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ჯუმბერ ფარცახაშვილი და გერმანელი კოლეგა პროფესორი იორგ უკატი.

ოპერაციის დასაგეგმად და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომრებზე:
სისხლძარღვთა პათოლოგიების მქონე პაციენტები: 544 44 11 14.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მქონე პაციენტები : 599 33 78 28.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან აქციებზე და სკრინინგ–პროგრამებზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები