გაინტერესებთ როგორ ვლინდება მაჯის არხის სინდრომი და როგორია დიაგნოსტიკა? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი - ტრავმატოლოგი ნიკა ხუნჯგურუა.
– რა არის მაჯის არხის სინდრომი?
მაჯის არხის სინდრომი – მდგომარეობა, როდესაც შუათანა ნერვის კომპრესიის გამო აღინიშნება დაბუჟება, სისუსტე და ტკივილი მტევანსა და თითებში.
– რა სიმპტომებით ვლინდება?
მაჯის არხის სინდრომის პირველი გამოვლინება არის თითების დაბუჟება, დაწყებული პირველი თითიდან მეოთხე თითის ნახევარი ზედაპირის ჩათვლით. პალპაციით აღენიშნება მტკივნეულობა. სუპინაცია, პრონაციის (ხელის მტევნის გარეთ ან შიგნით მობრუნების) შემთხვევაშიც აღენიშნება ძლიერი მტკივნეულობა. ღამით სხივ-მაჯის სახსრის ძლიერმა ტკივილმა შეიძლება გამოაღვიძოს პაციენტი.
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
მაჯის არხის სინდრომის დიაგნოსტიკის სამი მეთოდი არსებობს:
– როგორ ხდება მკურნალობა?
არსებობს მაჯის არხის სინდრომის მკურნალობის კონსერვატიული და ოპერაციული მეთოდები. ოპერაციული მკურნალობა (ღია და დახურული წესით) ხდება იმ შემთხვევაში, თუ მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ან ელექტრონეირომიოგრაფიაზე ნერვის ფიზიკური დაზიანების ნიშნებია, რაც გამოიხატება ნერვის ზომის მკვეთრი ცვლილებით ან კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა.
კონსერვატიული მკურნალობა ეფექტურია დასაწყის სტადიაში, როდესაც ჩივილები მკვეთრად გამოხატული არ არის. კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში ჩემს პაციენტებზე აქტიურად ვიყენებ ფიზიოთერაპიის ერთ – ერთ სახეობას, მაღალინტენსიური ლაზერის (Hilterapy) – ის პროცედურებს, რის შემდგომაც პაციენტი აღარ საჭიროებს ხანგრძლივ მედიკამენტოზურ მკურნალობას. ეს, თავის მხრივ, იცავს მას სხვადასხვა გართულებებისაგან.
– რა რეკომენდაციას მისცემთ მკითხველს?
თუ სხივ – მაჯის სახსარში აღინიშნება ჩივილები, როგორიც არის: პირველი თითის დაბუჟება, პალპაციით ძლიერი მტკივნეულობა, სუპინაცია - პრონაციის შემთხვევაში ძლიერი მტკივნეულობა, მიმართეთ ორთოპედ–ტრავმატოლოგს, ვისაც აქვს ამ კონკრეტულ ნაზოლოგიის მკურნალობის გამოცდილება. აღნიშნული პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი შეილძლება იყოს მრავლობითი მიკროტრავმები, მტევნის ინტენსიური დატვირთვა და სხვა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.
კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკიდან.