მერვე კბილი

მერვე კბილი

მერვე კბილის დიაგნოსტირება და ამოღება.

რა იცით მერვე კბილების შესახებ? გაინტერესებთ რა უნდა მოვიმოქმედოთ პრევენციის სახით და როგორია მათი დიაგნოსტირება? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ყბა–სახის ქირურგი ბატონი გიორგი ბანცაძე.

მერვე კბილი საკმაოდ აქტუალურია დღევანდელ დღეს. როგორც წესი დატვირთვა მოდის პრობლემური კბილებიდან, ეს არის მესამე ძირითადი საღეჭი კბილი, რომელიც საკმაოდ პრობლემატურია ხოლმე . მოსახლეობის 90% –ში ხდება არასწორად ამოჭრა, ან ატიპიურია, ან პოზიცია აქვს შეცვლილი, ან არ არის ბოლომდე ამოჭრილი. კარგი იქნება თუ პაციენტი პრევენციის მიზნით ივლის შემოწმებაზე და წინასწარვე ექნება ინფორმაცია თუ რამდენად სწორად აქვს მერვე კბილები, ხომ არ არის შეკავებული ან პოზიციაშეცვლილი.ჩაიტაროს რენტგენოლოგიური,პანორამული კვლევა. იცოდეს თანკბილვის შესახებ დროულად რომ იყოს მიღებული ზომები, რათა თავიდა აიცილოს გართულებები. სამწუხაროდ პაციენტი ამ პრობლემებს გებულობს მაშინ როდესაც გარკვეული სიმპტომატიკა იჩენს თავს. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ანამნეზის შეკრება, არის რიგი გართულებების სტაციონარში მოხვედრილი პაციენტების რომლებიც გარდა მექანიკური და ტრავმული პრობლემებისა ხშირია სისხლდენები.ანამნეზის სწორი შეკრების დროს აუცილებელია დაწვრილებით გამოვიკვლიოტ რა დაავადებები აქვს პაციენტს, განსაკუთრებით ხომ არ აწუხებს გულსისხლძარღვოვანი დაავადებები, ხომ არ ღებულობს სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს სადაც სისხლის შედედება არის დაქვეითება და აგრესიული ჩარევის დროს ვითარდება სისხლდენები და ამბულატორიულ პირობებში ექიმი სტომატოლოგი ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას.

– რა სიმპტომებით ვლინდება?
ანთება, ტკივილი, შესიება, ხშირ შემთხვევაში დაჩირქება, ყბის მოძრაობის შეზღუდვა და რიგი გართულებები შეიძლება მოყვეს.

– რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს პაციენტმა?
ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს პირველ რიგში სტომატოლოგს, რათა მან შეაფასოს კბილის სიმძიმე და საჭიროებისამებრ გადაამისამართოს ყბა–სახის ქირურგთან. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტირება.

– ბატონო გიორგი, მითია თუ რეალობა რომ მერვე კბილები არაა საჭირო და მაინც ამოსაღებია?
ძველ დროში კუნთსახსროვანი სისტემა უფრო განვითარებული ქონდათ და მერვე კბილები ისევე ინარჩუნებდნენ თავიანთ პოზიციას და ფუნქციას , როგორც მეშვიდე და მეექვსე საღეჭი კბილები. ახლანდელ დროში ძალიან იშვიათად ხდება რომ ოთხივე კბილი იდეალურად იყოს განლაგებული.

– როგორ ხდება ამ კბილების ამოღება?
იმისათვის რომ გაკეთდეს ექსტრაქცია აუცილებელია კბილი შეფასებული იყოს სტომატოლოგის მიერ და შემდეგ ქირურგ–სტომატოლოგის მიერ. რათა გადაწყდეს რომ კბილის ამოღება სტომატოლოგის კაბინეტშია შესაძლებელი თუ პაციენტი საჭიროებს სტაციონარიზაციას, იმისათვის რომ არ მოხდეს გართულებები რომლებიც საკმაოდ ხშირია დაუსრულებელი ექსტრაქციის დროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ,დაუკავშირდეთკლინიკის ქოლცენტრსნომერზე: (03)2 2 95 80

ტეგები

ტეგები