მერვე კბილი

მერვე კბილი

მერვე კბილის დიაგნოსტირება და ამოღება.

რა იცით მერვე კბილების შესახებ? გაინტერესებთ რა უნდა მოვიმოქმედოთ პრევენციის სახით და როგორია მათი დიაგნოსტირება? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ყბა–სახის ქირურგი ბატონი გიორგი ბანცაძე.

მერვე კბილი სადღეისოდ საკმაოდ აქტუალურია. ეს არის მესამე ძირითადი საღეჭი კბილი, რომელიც საკმაოდ პრობლემატურია ხოლმე. მოსახლეობის 90% –ში ხდება არასწორად ამოჭრა, ან ატიპიურია, ან პოზიცია აქვს შეცვლილი, ან არ არის ბოლომდე ამოჭრილი. კარგი იქნება თუ პაციენტი პრევენციის მიზნით ივლის შემოწმებაზე და წინასწარვე ექნება ინფორმაცია, თუ რამდენად სწორად აქვს მერვე კბილები, ხომ არ არის შეკავებული ან პოზიციაშეცვლილი. საჭიროა, პაციენტმა ჩაიტაროს რენტგენოლოგიური, პანორამული კვლევა. იცოდეს თანკბილვის შესახებ დროულად, რომ იყოს მიღებული ზომები გართულებების თავიდან ასაცილებლად. სამწუხაროდ პაციენტი ამ პრობლემებს იგებს მაშინ, როდესაც გარკვეული სიმპტომატიკა იჩენს თავს. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ანამნეზის შეკრება. ანამნეზის სწორი შეკრების დროს აუცილებელია დაწვრილებით გამოვიკვლიოთ, რა დაავადებები აქვს პაციენტს, განსაკუთრებით, ხომ არ აწუხებს გულ-სისხლძარღვოვთა დაავადებები, ხომ არ იღებს სისხლის გამათხევადებელ პრეპარატებს. ამ შემთხვევაში სტომატოლოგიური ჩარევის დროს ვითარდება სისხლდენები და ამბულატორიულ პირობებში ექიმი სტომატოლოგი ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას.

– რა სიმპტომებით ვლინდება მერვე კბილის პათოლოგია?
ანთება, ტკივილი, შესიება, ხშირ შემთხვევაში დაჩირქება, ყბის მოძრაობის შეზღუდვა და სხვა რიგი გართულებები.

– რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს პაციენტმა?
ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს პირველ რიგში სტომატოლოგს, რათა მან შეაფასოს პროცესის სიმძიმე და საჭიროებისამებრ გადაამისამართოს ყბა–სახის ქირურგთან. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტიკა.

– ბატონო გიორგი, მითია თუ რეალობა რომ მერვე კბილები არ არის საჭირო და მაინც ამოსაღებია?
ძველ დროში კუნთ-სახსროვანი სისტემა უფრო განვითარებული ჰქონდათ და მერვე კბილები ისევე ინარჩუნებდნენ თავიანთ პოზიციას და ფუნქციას, როგორც მეშვიდე და მეექვსე საღეჭი კბილები. ახლანდელ დროში ძალიან იშვიათად ხდება, რომ ოთხივე კბილი იდეალურად იყოს განლაგებული.

– როგორ ხდება ამ კბილების ამოღება?
იმისათვის, რომ გაკეთდეს ექსტრაქცია აუცილებელია, მდგომარეობა შეფასებული იყოს სტომატოლოგის და შემდეგ ქირურგ–სტომატოლოგის მიერ. რათა გადაწყდეს კბილის ამოღება შესაძლებელია სტომატოლოგიურ კაბინეტში, თუ პაციენტი საჭიროებს სტაციონარიზაციას, იმისათვის რომ არ მოხდეს გართულებები, რომლებიც საკმაოდ ხშირია დაუსრულებელი ექსტრაქციის დროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები